მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლისა და 6 თვის წელი მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. მისივე განცხადებით, ეს სასჯელი დაემატა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მარტს მისჯილ 9 წლიან პატიმრობას. სააკაშვილი ციხეში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით წარუდგინეს. ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წარდგენილი. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები და მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სა...
გორში მამა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებუ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დ...
Mana press